X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პირველი კვარტლის საბიუჯეტო გეგმა 106 პროცენტით შეასრულა

3 აპრილი 2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.3 % ით შეასრულა.

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რომელიც 252.6 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს, 3 თვის განმავლობაში, 181  მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოხერხდა (433.9 მილიონი ლარი).

სამინისტროს არსებობის ისტორიაში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 72%-ით არის მეტია.

შესრულებული 3 თვის საკასო ხარჯი წლიური დამტკიცებული გეგმის  21%-ია, შარშან კი 12% იყო. გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიებმა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ, გამოყოფილი კრედიტებისა და გრანტების ნაწილში, პირველი კვარტლის გეგმას 26 მილიონი ლარით გადააჭარბა.